„ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა დაარსებულია 1968 წელს, ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯიმშერ მუჯირის, ელენე გორგაძის, უჩა ჯაფარიძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გუგა მიქაძისა და თენგიზ მირზაშვილის ხელშეწყობით.

   "ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეა" საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია ბავშვთა ნამუშევრები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოდან. "გალერეა" არის ბავშვთა შემოქმედების პოპულარიზაციის, მათი ნიჭის წარმოჩენისა და ხელშეწყობის ცენტრი.

"გალერეას" გააჩნია მდიდარი ფონდი, სადაც ინახება ბავშვთა 12 000–ზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის მსოფლიოს დაახლოებით 65 ქვეყნიდან გამოგზავნილი ბავშვთა ნახატების უკვე დაკომპლექტებული გამოფენა.

"გალერეას" აღსაზრდელები 50 წელია წარმატებით მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსებში: პოლონეთი, ფინეთი, აშშ, იაპონია, თურქეთი, ეგვიპტე, ავსტრია, ინდოეთი, დანია, საფრანგეთი, ისრაელი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ვიეტნამი, ირანი, გერმანია და სხვა.

   „გალერეასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა ინკლუზიურ, ლტოლვილ, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან მუშაობა.                                                                

მუზეუმში ძირითადად დაცულია რამდენიმე ათეული წლის მანძილზე (1970-იანი წლებიდან)  ბავშვთა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის  ნიმუშები.

მის: თბილისი, დ.აღმაშენებლის N103

ტელ:(+995 32) 2 997 858

FACEBOOK