თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ბიგ-ბენდი 1997 წელს დაარსდა. ეს არის ერთადერთი საკონცერტო ორკესტრი საქართველოში.

ორკესტრში მოღვაწეობენ საქართველოში ცნობილი მუსიკოსები და მომღერლები.    

2006 წელს ბიგ-ბენდმა, ბიგ-ბენდების ნომინაციაში, მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის გრან-პრი მიიღო.(www.mcjazzawards.mc). იმავე წელს, საქართველოში როგორც საუკეთესოს სფეროში, "ხარისხის ნიშანი" მიანიჭეს. 2011 წელს ბიგ-ბენდმა ნომინაციაში "ახალი ქართული ბრენდი" გაიმარჯვა.

საერთაშორისო პროექტებიდან აღსანიშნავია ბიგ-ბენდის ერთობლივი კონცერტები გიუნტერ შულერთან (ამერიკული ორკესტრის USA ORCESTRA-ს დამაარსებელი, კომპოზიტორი და დირიჟირი), ბობ მინცერთან (ორი გრემის მფლობელი, კომპოზიტორი და საქსოფონისტი), როი აიერსთან (ცნობილი ამერიკელი ვიბროფონისტი), ამერიკულ ჯგუფ "LADES BLUES"-თან, ჯაისონ ისააკთან (ცნობილი ბრიტანელი მომღერალი), დენ ტეპფერთან (ცნობილი ამერიკელი პიანისტი) და ა.შ.

პროგრამა ითვალისწინებს ქართული საესტრადო ტრადიციების აღდგენას, საესტრადო მუსიკის სწორი მიმართულებით განვითარებას, ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენას; ბიგ-ბენდი აქტიურადაა ჩაბმული დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ორკესტრის მიერ ჩატარებული კონცერტების 90% ჰონორარის გარეშეა. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ორკესტრი სისტემატურად მართავს უფასო კონცერტებს ღია სივრცეებში, ასევე, სტუდენტებისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი №73

ტელ: 2 95 32 04; 592 78 68 68

 

FACEBOOK