თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან - დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი - ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას - ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე - სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.
დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.
გადავავლოთ თვალი თბილისის ისტორიას:

 

 


XXI ს.

2012 წ.

საპარლამენტო არჩევნები

2012 წ. 1 ოქტომბერი - საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება იცვლება დემოკრატიული გზით - არჩევნების შედეგად.

2003 წ.

ვარდების რევოლუცია

2003 წ 23 ნოემბერი - „ვარდების რევოლუცია“

XX ს.

1991-1992 წწ.

სამოქალაქო ომი თბილისში

1991-1992 წწ მიჯნა - სამოქალაქო ომი თბილისში. ქვეყნის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ტოვებს დედაქალაქს

1989 წ.

9 აპრილი

1989 წ 9 აპრილი - საქართველოს გათავისუფლების მოთხოვნით წამოწყებული მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა სსრკ შინაგანი ჯარებისა და სადესანტო ქვედანაყოფთა ძალებით

1956 წ.

9 მარტი

1956 წ 9 მარტი - ეროვნული ღირსების დასაცავად გამართული მშვიდობიანი მანიფესტაციის უმოწყალოდ დახვრეტა საბჭოთა ჯარების მიერ

1937 წ.

სტალინური რეპრესიების სასტიკი ტალღა

1924 წ.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეთა დაპატიმრება-დახვრეტები თბილისში

1921 წ.

კოჯორთან და ტაბახმელასთან იუნკერთა გმირობის მიუხედავად, ქალაქში შემოდიან წითელი არმიის ნაწილები.

1918 წ.

თბილისი ამიერკავკასიის ფედერაციის დედაქალაქია. 26 მაისს ქვეყნდება საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამავე წელს არსდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

XIX ს.

1883

თბილისი - ბათუმისა და თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზების გაყვანა

1872

თბილისი- ფოთის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება

1850

აღდგა ქართული თეატრი თბილისში

1828

გამოდის გაზეთი „თბილისის უწყებანი“ ქართულ და რუსულ ენაზე.

1819

თბილისში გამოიცა საქართველოს გაზეთი - პირველი პერიოდული გამოცემა.

1801

რუსეთის იმპერიის მიერ თბილისის ანექსია. თბილისი კავკასიის იმპერიული ცენტრი ხდება. აქ განლაგდა კავკასიის არმიის სარდლობა. ქალაქი იზრდება, შენდება, მატულობს ევროპული შენობების ოდენობა.

XVIII ს.

1700-1799

მეფე ვახტანგ მეექვსის აღმშენებლობითი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ვითარდება საქალაქო ცხოვრება, უმჯობესდება სავაჭრო-საქარავნო გზები, მსხვილი სარეწები, ფუძნდება სტამბა, სამეფო ზარაფხანა, უმჯობესდება ქალაქის კეთილმოწობა. სიონის ახლოს არსდება წიგნსაცავი, ჩნდებიან სახელმწიფო სკოლები.

1799

„გეორგიევსკის ტრაქტატის“ განახლება გიორგი XII გადაწყვეტილებით

1798

ერეკლე II გარდაცვალება

1795

თბილისის აოხრება აღა მაჰმად ხანის მიერ. 15 000 თბილისელის გადასახლება ირანში. ქალაქის მოსახლეობა ნახევრდება.

1755

დაარსდა ფილოსოფიური სემინარია. თბილისის ერთგული შვილები არიან სომეხი პოეტი საიათნოვა, აზერბაიჯანელი ვაგიფი, ვიდადი . . .

1748

ლეგენდარული „პატარა კახის“ - ერეკლე მეორის ხელშეწყობით, თბილისი იბრუნებს კულტურული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. ქალაქს ეხსნება სპარსელთა ნაშენები ქვითკირის გალავანი, რომელიც მიჯნავდა ციხის ტერიტორიას ციხის მოედნისაგან. აღდგა ქალაქის ტერიტორიის ერთიანობა. გაიხსნა ჩაკეტილი დარიალის გზა, განმტკიცდა სააღებმიცემო კავშირი რუსეთთან, გაფართოვდა ვაჭრობა ირანთან და თურქეთთან. მრავლდება დიდი საწარმოების რაოდენობა- ზარბაზნებისა და მინის წარმოებანი, მარილსახდელი, სამღებროები. . . მოსახლეობა 24 ათასამდე გაიზარდა.

1735

თბილისი ისევ ირანელთა ხელშია. შაჰ ნადირის შემოსევა

1732

სამშობლოს მოღალატე, კახთა მეფე კონსტანტინე (მაჰმუდი) აოხრებს თბილისს ლეკთა მეშვეობით. ქალაქში კვლავ ოსმალები ბატონდებიან.

1723

1723 წ - თბილისის დაპყრობა ოსმალთა მიერ.

XVII ს.

1658-1675

ვახტანგ V შაჰ-ნავაზის მეფობა. განახლდა თავდაცვითი ზღუდეები ანჩისხატისა და სიონის ეკლესიებს შორის, მტკვრის სანაპიროზე შენდება მეფის ულამაზესი სასახლე. ამ დროს თბილისი „აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია“ (შარდენი)

1633

ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი კომპლემენტარული პოლიტიკით, როსტომმა შეძლო მშვიდობის მოპოვება, რაც უმალვე დაეტყო ქალაქს - იწყება თბილისის აღორძინება.

1619

ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი კომპლემენტარული პოლიტიკით, როსტომმა შეძლო მშვიდობის მოპოვება, რაც უმალვე დაეტყო ქალაქს - იწყება თბილისის აღორძინება.

XVI ს.

16 ს.

ირანში ყიზილბაშები ბატონდებიან

1578

თბილისს ოსმალები იპყრობენ. საქართველოს დედაქალქი საჰაშოდ ცხადდება. ქართველები მალევე იბრუნებენ ქალაქს, მაგრამ თბილისის მოსახლეობა XII საუკუნესთან შედარებით უკვე ხუთჯერ ნაკლებია.

1578

1578 წ. ჩილდირის ბრძოლაში ოსმალების გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ ამიერკავკასია ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. ქართლის მეფე სიმონ I-ი გმირულად, თუმცა უშედეგოდ ცდილობს დაიხსნას ქალაქი დამპყრობლისაგან

1541

ქალაქი კვლავ ააოხრა ირანის შაჰ — თამაზ I-მა.

1524

ქალაქის გათავისუფლება მეფე დავით X-ს ძალისხმევით

1522

ირანის შაჰ ისმაილი აოხრებს თბილისს. ეკლესიები იძარცვება, ქალაქის ციხეებში კი სპარსული გარნიზონი დგება

XV ს.

15 ს.

თბილისი კვლავ ქართლის ცენტრია. მაგრამ მის გარშემო იკვრება მტრული რკალი:

1490

საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი ხდება.

1453

ოსმალები იღებენ და იკლებენ კონსტანტინეპოლს

1444

ქალაქის დარბევა თავრიზის მფლობელ ჯაჰან-შაჰის მიერ

1412

მეფე ალექსანდრე I დიდი იწყებს იავარქმნილი ქალაქის აღდგენას.

XIV ს.

1386

თემურ ლენგის ურდოები იპყრობენ თბილისს. „იავარჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხეს მას შინა“ (ნარიყალა, მეტეხი). თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში.

1366

1366 წ - თბილისში, ისევე როგორც ევროპის ბევრ დედაქალაქში, მძვინვარებს შავი ჭირის ეპიდემია

XIII ს.

1259

თბილისელთა აჯანყება მონღოლთა ურდოს წინააღმდეგ მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით

1226

ხორეზმშაჰის მემკვიდრე ჯალალ ედ დინი იპყრობს თბილისს. ქალაქი იძარცვება. ხორეზმელებს ცვლიან მონღოლები. თბილისს ეკისრება უმძიმესი ხარკი. ხელოსნები და ვაჭრები გარბიან ქალაქიდან. განადგურებულან ვაჭარ-ხელოსნები ძველი თბილისის ორთაჭალის უბანში. მონღოლები ხელს უწყობენ დამღუპველ ორმეფობას, აჩქარებენ ერისთავთა გამთავრების პროცესს, რაც თბილისსაც ეხება, აცალკევებენ სამცხეს, რითაც პირველ ბზარს უჩენენ თბილისის დედაქალაქობას.

XII ს.

XII ს.

თბილისი საქართველოსა და მთელი კავკასიის კულტურული ცენტრია. იწყება თამარ მეფის ეპოქა - საქართველოს ოქროს ხანა. დედაქალაქში კვლავინდებურად პატივს სცემენ სხვათა სარწმუნოებას. სხვა „ენათა“, ისევე, როგორც მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს . . . თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ზეობს „ვეფხისტყაოსნის კულტურა“, მისი რაინდული სულისკვეთებით.

1122

დავით მეფემ „პირველსავე ომსა“ აიღო თბილისი და ქართლის ყოფილი დედაქალაქი თავის ძველ უფლებებში აღადგინა. თბილისი კვლავ ხდება გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქი. დავით აღმაშენებელი პატივს სცემს თბილისის ღირებულებებს და განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა მუსლიმური რელიგიის მიმდევრებს. რჯულის შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება. თბილისის მოსახლეობა 80 000 კაცს აღწევს. ვითარდება ვაჭრობა და ხელოსნობა, იქმნება ამქრები, არსდება თბილისის მოქალაქის ცნება. ქალაქი იზრდება ქაშვეთის ეკლესიამდე და ლურჯ მონასტრამდე. დიდუბე უკვე გარეუბანია. სამეფო სასახლე ისნის ციხეში ფუძნდება

XI-XII ს.

XI-XII სს.

თბილისის ტერიტორია ფართოვდება. გადაილახა ციტადელის გარშემო არსებული ზღუდეები. ქალაქის ზრდა ირგვლივ მდებარე რეგიონთა ხარჯზე ხდება. დასავლეთით, მტკვრის აღმა, ქალაქი მდინარე ვერემდე განივრცო, ხოლო უძველესი „ლურჯი მონასტერი“ მის ფარგლებში მოექცა.

XI ს.

XI ს.

თურქ სელჩუკთა იმპერიის დასუსტება.

1089

დავით აღმაშენებლის გამოსვლა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ასპარეზზე.

1068

თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ არსლანის შემოსევა

1045

თბილისში ძალაუფლება წარჩინებულთა - უხუცესთა საბჭოს („ბერების“) ხელში გადადის

IX-XI სს.

IX-XI სს.

თბილისი ფართოვდება ისანის (ავლაბარის) ხარჯზე.

IX ს.

IX ს.

ხალიფატი იშლება, თბილისის ამირები იწყებენ განდგომას და აღარ უგზავნიან ხარკს ხალიფას.

853

ურჩი ამირა საჰაკის დასასჯელად თბილისში „ზღვის ვეშაპად“ წოდებული ბუღა თურქი შემოდის. საჰაკს კლავენ, თბილისი იწვის.

VIII ს.

VIII ს.

თბილისი რჩება მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ძველ საზღვრებში, დინების გაყოლებით - ორთაჭალის ბაღებამდე.

786

აბო თბილელის წამება. ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა არაბმა, რომელიც სარკინოზებთან ერთად მოვიდა საქართველოში, შეიყვარა თბილისი, ისწავლა ქართული და მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. აბო თბილელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი და ნამდვილი თბილისელია, რომელიც განასახიერებას ჩვენი ქალაქის ტოლერანტულ ბუნებას

764

თბილისის დარბევა ხაზართა მიერ

735

მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, თბილისში არაბთა ამირა მკვიდრდება, რომელიც ხალიფას ემორჩილება. თბილისს ხარკი უმძიმდება, იწყება ქრისტიანთა დევნა, თუმცა თბილისი ინარჩუნებს ქართლის კულტურული ცენტრის როლს

VII ს.

VII ს.

ქალაქი იზრდება მტკვრის აღმა, ჩრდილოეთით და ვრცელდება დღევანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდამდე.

627-629

თბილისს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა შემოუტიეს, ქალაქი დაიპყრეს და უმოწყალოდ გაძარცვეს.

VI ს.

523

ირანელთა მიერ მეფობის გაუქმება. თბილისში მკვიდრდება სპარსეთის შაჰის მარზპანი. თუმცა, იმავდროულად არსებობს ადგილობრივ აზნაურთა ხელისუფლება „ქართლის ერისმთავრის“ სახით.

V ს.

V ს.

V საუკუნე - მეფე ვახტან გორგასალს ქართლის დედაქალაქი გადმოაქვს მცხეთიდან - თბილისში. თბილისი ხდება ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და სატახტო ქალაქი. მცხეთა რჩება საკათოლიკოსო ქალაქად. ვახტან გორგასალი იწყებს თბილისის ზღუდის მშენებლობას. ხოლო მისმა ძემ, დაჩი-უჯარმელმა განავრცო ქალაქი და „განასრულა ზღუდენი ტფილისისანი“.

ლეგენდის თანახმად, „თბილისის“ ფუძე მომდინარეობს „თბილიდან“ - სამეფო ნადირობისას, შველი დაჭრილა, ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. სხვა ვარიანტით, სამეფო მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაფუფქულან. ესე ამბავი კი ისტორიულ აბანოთუბანში მომხდარა.

IV ს.

IV ს.

თბილისში მკვირდება სპარსთა პიტიახში. იგი უპირისპირდება ქართლის სამეფო კარს მცხეთაში. ამ დროს თბილისზე უკვე გადის საქართველოს უძველეს მხარეთა დამაკავშირებელი გზები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და თრიალეთ-ჯავახეთი თბილისის გავლით უკავშირდებოან ერთმანეთს. თბილისი ჯერ არ არის საქართველოს დედაქალაქი, მაგრამ უკვე იძენს უმნიშვნელოვანესი გზასაყარის ფუნქციას. ვითარდება სამოსახლო დელისის ტერიტორიაზე. ქალაქის უძველეს ნაწილში IV საუკუნიდანვე იკვეთება „კალა“ (დედა- ციხე).