კახა კალაძემ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დაათვალიერა

„კოკა-კოლას“ პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას მოწვევით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნატახტარში სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ახალ ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნო.

„დავათვალიერეთ „კოკა-კოლას“ საწარმო. ვფიქრობ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდა. მადლობა მასპინძლობისთვის თემურ ჭყონიას. მართლაც სასიამოვნოა მსგავსი პროექტების განხორციელება, ეს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს სტუმრობისთვის და ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. თბილისის მერს გავაცანით ჩვენი ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომლები და ა.შ. მადლობა მას ინტერესისთვის, რაც ჩვენი ბიზნესისადმი გამოხატა“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

13 სექტემბერი 2021