ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ არტურ ლაისტის ქუჩაზე 5200 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოაწყო. რეკრეაციული სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აქ ყველა ადამიანისთვის, პატარასთვის თუ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოა. ძაღლებისთვისაც სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, ველობილიკი მოეწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგეობას და მის თანამშრომლებს. ქალაქს ასეთი პროექტები სჭირდება. ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება, მსგავს სამუშაოებს ჩავატარებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ორი საბავშვო და სპორტული მოედანი, ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, ფანჩატური, სარწყავი სისტემა და LED განათება. ასევე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 028 740 ლარით დაფინანსდა.

რეკრეაციული სივრცე თბილისის მერთან ერთად, საკრებულოში და პარლამენტში ისნის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.

17 ნოემბერი 2021