მეფუტკრეობის რეგიონულ ცენტრში საშემოდგომო ბაზრობა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ყველა კუთხიდან იყო წარმოდგენილი თაფლი და ფუტკრის პროდუქტები.
მეფუტკრეებსა და სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრის 2022 წლის გეგმებს. ამასთან, ცენტრის ინიციატივით, დარგის ექსპერტების ჩართულობით გაიმართა დისკუსია მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია.
მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით.
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება