გოძიაშვილის სახელობის პარკში საკურას ხეები დაირგო
ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი) საკურას ხეები დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო ვიცე-მინისტრ ჰონდა ტაროსთან, საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილესთან, სუზუკი ტოშიუკისთან და საქართველოში მცხოვრებ იაპონელ სტუმრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საკურას ნერგები იაპონიიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოიტანეს. ღონისძიება იაპონურ-ქართული ბიზნესასოციაციისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
04 მაისი 2022
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება