კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად

კონკურსი ცხადდება  ა(ა)იპ  „სამეფო უბნის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად

„პროფესიული  თეატრების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი  სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორსა და  მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ და დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს თეატრის განვითარების კონცეფციას, პროგრამას, მოსალოდნელ შედეგებს, საგანმანათლებლო (სტუდენტების ჩართულობა), მენეჯმენტისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით;
  • კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი ბიოგრაფია (CV);  
  • კანდიდატის უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი: პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი) ასლი, ხოლო, განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების და თვალსაჩინო დამსახურების შესახებ ინფორმაცია, რაც დასტურდება სახელოვნებო/თეატრალური სფეროს სულ მცირე, სამი წარმომადგენლის მიერ გაცემული რეკომენდაციით;
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
  • კანდიდატის ფოტოსურათი.

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად.

გადაწყვეტილების მიღების წესი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო  შეარჩევს შესაბამის კანდიდატს და დასანიშნად წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობას (კანდიდატის შესარჩევად გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით).

საბჭოს წევრებს არ აქვთ კანდიდატთა წარდგენის უფლება.

დოკუმენტაციის მიღების ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2022 წლის18 მაისიდან 2022 წლის 30 მაისის 20:00 საათამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N7, I სართული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია)

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ქალაქი თბილისი, ჟიული  შარტავას ქუჩა N7

ტელ. 2 72 22 22;     2 37 84 09

საკონტაქტო პირი: ცირა შალოშვილი (ტელ: 598 56 59 70)

18 მაისი 2022