თემურ ჭკუასელის წიგნის პრეზენტაცია

დედაქალაქის მერი ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებლის, მომღერალ თემურ ჭკუასელის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. კახა კალაძემ ავტორს მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ორიენტირების ძებნაში“ დოკუმენტური პროზაა, სადაც გადმოცემულია ისტორიები თემურ ჭკუასელისა და ანსამბლ „ქართული ხმების“ ცხოვრებიდან.

„მინდა, ბატონ თემურს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, რასაც დღეს აკეთებს და რასაც მომავალში გააკეთებს. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ქართული ხმების“ შემოქმედება, მისი დღევანდელობა და მომავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
21 ნოემბერი 2022