ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების თაობაზე მოკლე ინფორმაცია

 

ქვეპროგრამის დასახელება: დაავადებათა სკრინინგი

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამის მიმწოდებლები არიან დანართი N1-ში წარმოდგენილი დაწესებულებები.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?                                                      

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

   1. ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

  • მამოლოგის კონსულტაციას;
  • მამოგრაფიულ გამოკვლევას, შესაძლებლობის ფარგლებში 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას, ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და  ძუძუს ციტოლოგიურ გამოკვლევას. 

   2. საშვილოსნოს ყელის სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: 

  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  • პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლპოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. 

   3. პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. 

   4. კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: 

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
  • საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლონოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. 

   5. C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით; 

   6. სქოლიოზის სკრინინგს 10-18 წლის ასაკის ჩათვლით პირებში; 

   7. ბრტყელტერფიანობის სკრინინგს 4-15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებში.

  

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს, კოლორექტული კიბოს სკრინინგით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ხოლო სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგით და ასევე, C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს კიბოს, პროსტატის კიბოსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგის მომსახურების მისაღებად ქვეპროგრამაში ჩართვა ხდება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან (ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი), ასევე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიმართვის შემთხვევაში, ხოლო სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგით, ასევე C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ქვეპროგრამაში ჩართვა ხდება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან მიმართვის შემთხვევაში.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 

დანართი N1 

N

ორგანიზაციის დასახელება

გამოკვლევის დასახელება

მისამართი

რაიონი

ცხელი ხაზი

1

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. N69; კალოუბნის ქ.N 12

დიდუბე, სამგორი

220 35 35

ძუძუს კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

2

შ.პ.ს. "ავერსის კლინიკა"

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N27/ბ

ვაკე-საბურთალო

250 07 00

3

შპს „მედიკორი“ 

ძუძუს კიბოს სკრინინგი

ქ. თბილისი, ქავთარაძისქ. N16 

ვაკე-საბურთალო

 2 30 20 02

პროსტატის კიბოს სკრინინგი

4

შპს „კლინიკა ნიუმედი“

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, მარიჯანის ქ. N4

ვაკე-საბურთალო

2 14 14 10

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

5

შპს „მედი“ 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N52.

მთაწმინდა კრწანისი

2 91 00 00

6

შპს „№8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“ 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, შირაქის ქ. N13

ისანი სამგორი

2 74 83 71   

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

7

კავშირი "ონკოპრევენციის ცენტრი"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №50

ისანი სამგორი

2 47 09 90

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

8

შ.პ.ს. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

 ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. N5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)

დიდუბე

2 36 44 85, 2 36 44 86

ძუძუს კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

9

შ.პ.ს. "კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. N13 

დიდუბე

2 34 81 19

ძუძუს კიბოს სკრინინგი

10

შ.პ.ს. "დავით ტატიშვილის სამკურნალო ცენტრი"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, თ. აბულაძის ქ. N20

ვაკე-საბურთალო

2 25 39 38; 2 91 31 19 

ძუძუს კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

11

სს ვერე-21 კლინიკა მედსი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. N18

მთაწმინდა კრწანისი

2 99 74 42

პროსტატის კიბოს სკრინინგი

12

თბილისის ბარნეოლოგიური კურორტი 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N9

მთაწმინდა კრწანისი

2 72 25 51

ძუძუს კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

13

შ.პ.ს. ქალთა კონსულტაცია N12 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, გრიშაშვილის ქ. N30 

მთაწმინდა კრწანისი

2 72 34 51

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

14

ბერძნული სამედიცინო ფონდი ,,ჰიპოკრატე“ 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. N23 

დიდუბე ჩუღურეთი

294 05 54

ძუძუს კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი

15

შპს "ულტრამედი"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, თემქა, 10 კვ. სავაჭრო ცენტრი 

გლდანი ნაძალადევი

2 70 27 02,  2 60 70 90, 2 60 77 99

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

16

აიქიუ კლინიკა

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N104.

ვაკე-საბურთალო

2 93 71 37,  2 93 70 37

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

17

კლინიკა მედლაბი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. N60

დიდუბე ჩუღურეთი

2 14 92 22

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

18

სამედიცინო ჰოლდინგი 23

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N28

გლდანი ნაძალადევი

2 57 88 66;
2 58 88 66

19

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N43 

მთაწმინდა კრწანისი

2 95 99 96

20

#19 მოზრდილთა პოლიკლინიკა

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. N23 

ისანი სამგორი

2 71 31 49

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

21

შ.პ.ს.,, Krol Medical Corporation"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ნაქალაქევის ქ. N3,  ჭავჭავაძის გამზ. N44

გლდანი ნაძალადევი; ვაკე საბურთალო

 2 24 56 76; 2 92 18 75
 2 23 32 86; 2 23 58 14

22

შპს "მედკაპიტალი"

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N18

გლდანი ნაძალადევი

2 72 09 09

23

შპს ახალი სამშობიარო ცენტრი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ისანი სამგორი

2 77 58 36

24

შპს იბერმედი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 

ქ. თბილისი, გლდანის I მიკრო, ბოჭორიშვილის ქ. N2

გლდანი ნაძალადევი

599 18 67 90

პროსტატის კიბოს სკრინინგი

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  

ქვეპროგრამის დასახელება:  გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ა(ა)იპ ,,თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“ (მის: მიცკევიჩის ქ. 29ა),

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა განსაზღვრავს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიურ კონტროლს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებს მიეკუთვნება:

  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა აქტიური და პასიური ეპიდზედამხედველობის განხორციელება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
  • მოსახლეობის იმუნოპროფილაქტიკური ღონისძიებების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  • ცხოველთა მიერ დაზარალებული მოსახლეობის ეპიდზედამხედველობა, ანტირაბიული სამედიცინო დახმარების მიწოდების ხელშეწყობა;  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის რეკომენდაციების მიწოდება;  გადამდებ დაავადებათა პრევენცია:
  • დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ეპიდემიოლოგიური მონაცემების რეგულარული შეფასება, მონაცემთა ანალიზი;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით საინფორმაციო კამპანიების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში ორგანიზება და წარმართვა.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამაში ჩართული პირები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურებები?

ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება:  ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპია

 

ვის არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამის მიმწოდებლები არიან:

N

მიმწოდებლის დასახელება

მისამართი

1

შპს,,დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“

ქ.თბილისი, მიცკევიჩის ქ.N29,,ა“

2

შპს ,,ულტრამედი“

ქ.თბილისი, თემქის მე-10კვ., სავაჭრო ცენტრი

3

შპს ,,მედკაპიტალი“,

ქ.თბილისი, 1.აკ.წერეთლის გამზ.N138,  2.საბურთალო, გამრეკელის ქ.N19,   3.გლდანი, ვეკუას  ქ.N18, 4.მოსკოვის გამზირი, მე-კვ., კორპ. N3

4

შპს ,,სამედიცინო ჰოლდინგი N23“

ქ.თბილისი, ხიზანიშვილის  ქ.N28

5

სს ,,ვერე   XXI“

ქ.თბილისი, ლ.ქიაჩელის ქ.N18

6

შპს ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“

ქ.თბილისი, მ.ჯავახიშვილის ქ.N43

7

შპს ,,M მედი 22“, 

ქ.თბილისი, ბუაჩიძის ქ.N12/ა

8

შპს თბილისის N13 პოლიკლინიკა

ქ.თბილისი, რ.ლაღიძის ქ.N8

9

შპს ,,krol medical corporation“

1.ქ.თბილისი, ნაძალადევის რაიონი. ნაქალაქევის N3,  2.ი.ჭავჭავაძის გამზ.N44

10

შპს თბილისის N4 საოჯახო მედიცინის ცენტრი

ქ.თბილისი, 1.ვაზისუბნის 4 მ/რ 1 კვ, 2.იუნკერთა ქუჩა N1 (ისნის გამგეობასთან), 3.ახალუბნის ქ.N10 (ელიაზე)

11

შპს ,,ბაზის“ აღდგენითი თერაპიის ცენტრი

ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.N21, შენობა N1

12

შპს ,,ქ.თბილისის მე-16 შერეული პოლიკლინიკა“

ქ.თბილისი, ლილოს დასახლება, ფრანგულიანის ქ.N19

13

სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი 

ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.N21

14

შპს ,,ავერსის კლინიკა“

ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N27/ბ(ინფექციური საავადმყოფოს ეზო)

15

შპს ,,კლინიკა ნიუმედი“

ქ.თბილისი, მარიჯანის  ქ.N4

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა მოიცავს:

ხერხემლის გადახრის 10°-45° კუთხის არსებობის შემთხვევაში აღდგენით თერაპიას:

  • სამკურნალო მასაჟი;
  • სამკურნალო ვარჯიში;
  • ფიზიოთერაპია.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირები, რომლებსაც ამავე პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ სკრინინგი და ამასთან, „დაავადებათა სკრინინგის“ ქვეპროგრამით დამტკიცებული „სქოლიოზის სკრინინგით“ გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ქვეპროგამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს ის დაწესებულება, რომელშიც სურს ბენეფიციარს აღდგენითი თერაპიის ჩატარება და თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
  • ა(ა)იპ „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ სქოლიოზის სკრინინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტრაციამდე ორთოპედის მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ხერხემლის გადახრის კუთხესთან დაკავშირებით და საჭირო აღდგენითი თერაპიის კურსის მოცულობა.

განმახორციელებლის მიერ განცხადების პასუხად მზადდება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 თვით. ანაზღაურებას არ დაექვემდებარება მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ გაწეული მომსახურების მოცულობა.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში ერთხელ, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 244 ლარისა (ერთი კურსის ღირებულება):

 

მომსახურების დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ღირებულება (ლარი)

აღდგენითი თერაპიის ერთი კურსის მოცულობა

სამკურნალო მასაჟი

15

6

სამკურნალო ვარჯიში

15             

6

ფიზიოთერაპია

8

8

კურსის ვაუჩერის ღირებულება

244

 

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლისათვის, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება სრულად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 244 ლარისა, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მომსახურების ღირებულების ფაქტობრივი ხარჯის 70%, დადგენილი კურსის ღირებულების ფარგლებში.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება:  აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

  1. შპს ,, ნეიროგანვითარების ცენტრი“, მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.N2/6
  2. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - ,,ბავშვის განვითარების ინსტიტუტი”,  მისამართი: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
  3. რეგისტრირებული კავშირი ,,საქართველოს ბავშვები", მისამართი: ქ.თბილისი, სააკაძის ფერდობი  N11
  4. შპს „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“, მისამართი: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. N7
  5. ა(ა)იპ ,,პირველი ნაბიჯი საქართველო“, მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.N21 ,,ბ“

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებას და ღონისძიებას:

ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვის 25 რიცხვისა;

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა;

დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება;

ე) 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა.)და ანგარიშის წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც:

ა) 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული ან

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

  • მიმწოდებელი მერიაში მიმწოდებლად რეგისტრაციისას ქვეპროგრამაში რთავს მასთან აღრიცხვაზე მყოფ პირებს;
  • ასევე, მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მომართვის საფუძველზე, ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ამასთან, მომლოდინეთა რიგის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რიგში მყოფ ყველაზე პატარა ასაკის პირს.

 

რა საბუთები უნდა წარმოადგინოს (მერიაში მომართვის შემთხვევაში) ?

ქ.თბილისის მერიაში მომართვის შემთხვევაში, შევსებულ განცხადების სპეციალურ ფორმას, თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის(დაბადების მოწმობა, პასპორტი,იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა)ასლი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის(მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი)ასლი,კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) ინდივიდუალური სეანსი. ინდივიდუალური სეანსის ღირებულება შეადგენს 21 ლარს. ხოლო თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება:  ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრი“ (მის: ქავთარაძის ქ. №21ა);

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამაში -,,ნარკომანია“ ჩართული ბენეფიციარების (ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების თანადაფინანსებას.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩართული ბენეფიციარები, ასევე,  ნარკომანიით დაავადებული 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამაში -,,ნარკომანია“.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ქვეპროგრამაში მოსარგებლის/ბენეფიციარის ჩართვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ,,ნარკომანია“ ბენეფიციართა ნუსხიდან შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • ქვეპროგრამაში გაჩენილი ვაკანტური ადგილისა და ახალი მოსარგებლის/ბენეფიციარის ჩართვის დროისათვის 70 000  სარეიტინგო ქულის ზემოთ მინიმალური ქულის მქონე მოსარგებლე რიგითობის დაცვით.

  

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ერთ მოსარგებლეზე/ბენეფიციარზე შეადგენს თვეში 110 ლარს.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება:  „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამის მიმწოდებლებს წარმოადგენენ: 

  • შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა - თბილისი, ლუბლიანას 18/20
  • შპს ნეოლაბი - თბილისი, ტაშკენტის ქ. N47
  • სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი - თბილისი, ალ.ყაზბეგის N16
  • შპს მრჩეველი - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.9
  • შპს აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29
  • შპს გლობალმედი - თბილისი, ყიფშიძის ქ. N3 ბ
  • შპს ავერსის კლინიკა - თბილისი, ნავთლუღის ქ. N11-13
  • შპს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ - თბილისი, ფალიაშვილის ქ. N39
  • შპს პირველი საავადმყოფო, სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - თბილისი, იყალტოს ქ. N57
  • შპს დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა - თბილისი, ფალიაშვილის ქ. N39ა

  

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას იმ პირებისათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე). აღნიშნული კვლევებია: 

HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს უტარდებათ სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდით:

  • ექიმთან ვიზიტი;
  • სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;
  • ღვიძლის ელასტოგრაფია თუ FIB-4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის;
  • HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;
  • HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ექიმთან ვიზიტი მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის - ფორმა NIV-100/-ის გაცემის მიზნით.

მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით:

  • ექიმთან ვიზიტი;
  • სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა, რეალურ დროში, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;
  • სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების (ALT, AST კვლევები), ბილირუბინის (პირდაპირი და საერთო), კრეატინინის, TSH განსაზღვრა;
  • მკურნალობის პროცესში ექიმის მიერ დეპრესიის მონიტორინგი, მკურნალობის რეჟიმის დაცვის კონტროლი და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი;

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომლებიც ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,Cჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“.

მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომლებიც მკურნალობის მონიტორინგის კურსს დაიწყებენ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს მიმწოდებელ დაწესებულებებს.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურებები?

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯისა და სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ ანაზღაურებული თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დანართი N1-ით და დანართი N2-ით დადგენილი ღირებულებების 30%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების - 60%-ით.

მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯისა და სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ ანაზღაურებული თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დანართი N1-ით და დანართი N2-ით დადგენილი ღირებულებების 30%-ით. გარდა აღნიშნული მოსარგებლეებისა, 2016 წლის განმავლობაში ამავე მომსახურების კომპონენტში ჩართული ყველა მოსარგებლესათვის ფინანსდება არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დანართი N1-ით და დანართი N2-ით დადგენილი ღირებულებების 60%-ით, ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად.  

 

დანართი N1

დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება (2016 წლის 10 ივნისამდე დაწყებული კვლევების შემთხვევაში) 

დიაგნოსტიკური ჯგუფი

ღირებულება

(ლარი)

C ჰეპატიტის დადგენა (ექიმთან ვიზიტი+HCV RNA)

130

ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (FIB4 (სისხლის საერთო, ALT, AST))

19

ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (FIB4 (სისხლის საერთო, ALT, AST), ელასტოგრაფია)

99

მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სხვა კვლევები  

251

ექიმთან ვიზიტი მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრისა და ფორმა NIV-100/ა -ის გაცემის მიზნით

20

მკურნალობის მონიტორინგი (12 -კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით)

544

მკურნალობის მონიტორინგი (12- კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის გარეშე)

535

მკურნალობის მონიტორინგი (20 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

623

მკურნალობის მონიტორინგი (24 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

677

მკურნალობის მონიტორინგი (48 -კვირიანი მკურნალობის კურსი)

901

 

დანართი N2

დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება (2016 წლის 10 ივნისიდან დაწყებული კვლევების შემთხვევაში) 

დიაგნოსტიკური ჯგუფი

ღირებულება (ლარი)

C ჰეპატიტის დადგენა (HCV RNA)

110

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები, ელასტოგრაფიით

390

მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევები, ელასტოგრაფიის გარეშე

310

მკურნალობის მონიტორინგი (12 კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით)

400

მკურნალობის მონიტორინგი (12 კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის გარეშე)

391

მკურნალობის მონიტორინგი (24 კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონით)

502

მკურნალობის მონიტორინგი (24 კვირიანი მკურნალობის კურსი ინტერფერონის  გარეშე)

493

 

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება: ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

 

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამის მიმწოდებელი ბენეფიციარის მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებაა. ბენეფიციარს მიმწოდებლის შერჩევისას თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

  1. მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია.
  2. ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები;
  3. ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია). მათ შორის, პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 40 წლამდე ასაკის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი თბილისი), რომელთაც დასმული აქვთ შემდეგი დიაგნოზი(ები):

ა) მწვავე ლეიკემია;

ბ) მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია;

გ) მწვავე მიელოიდური ლეიკემია;

დ) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია;

ე) იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია;

ვ) არა-ჰოჯკინის ლიმფომა;

ზ) ჰოჯკინის ლიმფომა;

თ) მიელოდისპლაზიური სინდრომი;

ი) აპლასტიური ანემია;

კ) ჰისტიოციტოზი;

ლ) თალასემია

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ა) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა  მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
  • კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის პაციენტისთვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე;
  • მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან კვლევების მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი). 

ბ) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა  მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
  • კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე;
  • მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ზემოაღნიშნული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).

 გ) ტრანსპლანტაციით (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია) განსაზღვრული მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა  მერიას უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
  • მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების/მოსამზადებელი პერიოდის დაწყების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი ინფორმაცია, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან;
  • მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ზემოაღნიშნული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები დაფინანსდება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან მოსარგებლის/მისი წარმომადგენლის მიერ წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინვოისი) საფუძველზე,  არაუმეტეს დანართში N1  წარმოდგენილი ტარიფებისა. 

დანართი N1  

მომსახურების დასახელება

ღირებულება

მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია

30 000

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები

15 000

აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება - ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისთვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

105 000

ალოგენური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება - ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

225 000

ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება - ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისთვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

265 000

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

 

ქვეპროგრამის დასახელებაადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსება

  

ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის - „ჰერცეპტინი“ მიმწოდებლები ქვეპროგრამის ფარგლებში არიან შემდეგი კომპანიები:

  • შპს ,,პსპ-აფთიაქი“
  • შპს ,,ეი ბი სი ფარმაცია“
  • შპს ,,ჯი პი სი“
  • შპს „ავერსი-ფარმა“

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა გულისხმობს ქვეპროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 1 წლიანი კურსისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტის-„ჰერცეპტინი“ (საერთაშორისო დასახელება – ტრასტუზუმაბი, დოზა – 440მგ + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ფლაკონი №1) დაფინანსების უზრუნველყოფას.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან პირები, რომლებსაც აქვთ პირველადი ლოკალიზაციის HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის (I-III სტადია) კიბოს დიაგნოზი და ესაჭიროებათ ნეოადიუვანტური (ოპერაციამდე)/ადიუვანტური(ოპერაციის შემდგომ) ტარგეტული თერაპია.

ამავე დროს, მოსარგებლეები უნდა იყვნენ:

ა) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ან

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ქვეპროგრამაში ჩასართავად და პირველი მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობები (ფორმა №IV-100/ა-ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც გაცემული უნდა იყოს ცნობების ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე. ამასთან, ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა-ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა და ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა;

დ) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში, ასევე in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ქსეროასლი;

ვ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას) პაციენტისათვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

ზ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.

ყველა შემდგომი მატერიალიზებული ვაუჩერის (თანხმობის წერილის) მისაღებად პაციენტმა განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ტარგეტული თერაპიის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი (აღნიშნული საბუთის ფორმა პირს ეძლევა მერიაში  პირველ საგარანტიო წერილთან ერთად).

საგარანტიო წერილი გაიცემა იმ სააფთიაქო ქსელზე, საიდანაც პირი წარმოადგენს კალკულაციას და მას მხოლოდ ამ სააფთიაქო ქსელში შეეძლება გაცემული საგარანტიო წერილის განაღდება.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

მოსარგებლეებს უფინანსდებათ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსის მოცულობა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს, ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის გათვალისწინებით – 80%-ის მოცულობით, ასეთ შემთხვევაში, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 20%-.

ვინაიდან, ქვეპროგრამის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია არაუმეტეს 2 700 ლარიანი ტარიფით უზრუნველყოს მედიკამენტის მიწოდება მოსარგებლეებისათვის. შესაბამისად, 20%-იანი თანაგადახდის შემთხვევაში მოსარგებლის გადასახდელ თანხას შეადგენს 540 ლარი.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება: ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება

 

ვის არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?

ქვეპროგრამის კომპონენტის „ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია (8 კვირამდე)  ბავშვებსა და მოზარდებში“ მიმწოდებლები არიან:

  • „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (მის.: ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N43; ტელ.: 2959866);
  • „ნეიროგანვითარების ცენტრი“ (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6; ტელ.: 2527889)

 

ქვეპროგრამის კომპონენტის „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ მიმწოდებელი არის „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“ (მის.: ქ. თბილისი, შავიშვილის ქ. N1; ტელ.: 599 215071)

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  1. ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია (8 კვირამდე)  ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც მოიცავს:

  • მულტიდისციპლინური გუნდის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში და მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და/ან სასწავლო დაწესებულებაში პროგრამაში ჩართვისას და დასრულებისას;
  • დღის სტაციონარში გეგმიურ ამბულატორიულ კონსულტაციებს;
  • მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასებას, ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, იმპლემენტაციას და მონიტორინგს;
  • ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ინდივიდუალური თერაპიების განხორციელებას (სისტემური ოჯახური კრიზისული თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ბავშვთა და მოზარდთა ასაკს მორგებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიული შეხვედრები (ხელოვნებით თერაპია, თამაშის თერაპია და ა. შ.));
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ფსიქიატრიულ კონსულტაციებს;
  • მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკის მიერ მოსარგებლის მონიტორინგს ბინაზე და/ან სასწავლო დაწესებულებაში პროგრამაში ჩართვისას და დასრულებისას.

  2. აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

  • მულტიდისციპლინური მობილური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასებასა და ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებას;
  • რეგულარულ ვიზიტებს (არანაკლებ 6 ვიზიტი თვეში) საცხოვრებელ ადგილზე, 24 საათიან სატელეფონო კონსულტაციას;
  • მოსარგებლეთა სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს;
  • მოსარგებლისა და ოჯახის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ფსიქოგანათლებას;
  • ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პაციენტის სტაციონირების უზრუნველყოფას;
  • 24 საათის განმავლობაში სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის წევრის - ექიმი-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

 

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

  • ქვეპროგრამის კომპონენტის „ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია (8 კვირამდე)  ბავშვებსა და მოზარდებში“ მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06; F20-F25; F31–F33; F40–F45; F90–F95; F98) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 5-15 წლის ასაკის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.
  • ქვეპროგრამის კომპონენტის „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, გარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 01) დანართი N11-ის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებისა.

 

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

1. ქვეპროგრამის კომპონენტში „ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია (8 კვირამდე)  ბავშვებსა და მოზარდებში“ მოსარგებლეთა ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებელთან პირდაპირი მიმართვის ან ამავე მიმწოდებლის/პროფილური დაწესებულების მიერ მოსარგებლის რეფერირების შემთხვევაში;

2. ქვეპროგრამის კომპონენტში „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ მოსარგებლეთა ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მომსახურების მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციისას ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას:

ა) მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, გარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 01) დანართი N11-ის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებისა).

ბ) დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილას ჩასართავად მიმწოდებლის მიერ შესაძლოა შეირჩეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 01) დანართი N11-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლე პირი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ფიქსირდება: 

  • 3 ან მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა ან/და;
  • ჰოსპიტალში ჯამში 5 თვე ან/და 5 თვეზე მეტხანს დაყოვნება.

 

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

   1. ქვეპროგრამის კომპონენტით „ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენცია (8 კვირამდე)  ბავშვებსა და მოზარდებში“ გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება:

  • არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა;
  • დაფინანსების ერთეულს წარმოადგენს ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული არანაკლებ ერთ საათიანი ინდივიდუალური ინტერვენცია, რომლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად,  თვეში ფინანსდება, არაუმეტეს 12 ინტერვენცია (მოსარგებლის/პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე), ხოლო დამატებითი ინტერვენციების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში 1 ბენეფიციარზე ფინანსდება წელიწადში მაქსიმუმ 2 უწყვეტი თვის ვაუჩერი,  არაუმეტეს 24 ინტერვენცია.

 

   2. ქვეპროგრამის კომპონენტით „აქტიური (ასერტული) ფსიქიატრიული მკურნალობა“ გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება:

  • არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა;
  • ქვეპროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად;
  • დაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

 

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------