გაცნობებთ, რომ გამოიცა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება (მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით). შესაბამისი განკარგულებისა და მასში შესული ცვლილებების გასაცნობად იხილეთ ბმულები:

გაცნობებთ, რომ აღნიშნული განკარგულების თანახმად, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით, საჭიროა უფლებამოსილმა დაინტერესებულმა პირმა სრულად შეავსოს შესაბამისი განაცხადის შაბლონი და ხელმოწერილი განცხადება, განკარგულებით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, ოფიციალურად წარმოადგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილამდე. განცხადებას უნდა ერთოდეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ნოტარიული წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის ასლი.

შესაბამისი განცხადების შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან:

  1. განცხადების შაბლონი - მოქმედი სარგებლობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება
  2. განცხადების შაბლონი - 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში ვადაამოწურული/შეწყვეტილი სარგებლობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება
  3. განცხადების შაბლონი - 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ვადაამოწურული/შეწყვეტილი სარგებლობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება

ხელმოწერილი განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაძლებელია წარმოადგინოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქ., N7), პირველ სართულზე, მე-3 სივრცეში ან ელექტრონულად ვებ გვედზე: https://my.municipal.gov.ge/, შემდეგი წესით:

- აირჩიეთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო ;

- მოთხოვნის შინაარსის ველში გადმოიტანეთ შევსებული განცხადების შაბლონი და ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია;

- დააჭირეთ განცხადების გენერაციის ღილაკს და თქვენი განაცხადი გაიგზავნება.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობოთ შექმნილ საწარმოსთან (მათ შორის, შპს „თბილსერვისი”, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, შპს „ჰერმესი“) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს, გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის კომპანიას/საწარმოს.