ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტები

 

ტურიზმი 

  • თბილისის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული პროდუქტების წარდგენა: 6 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა; 3 კონფერენცია; 2 სამუშაო შეხვედრა; 2 სამიტი (ლონდონი, ბერლინი, დუბაი, მადრიდი, ბარსელონა, ლვოვი, ნურ-სულთანი, სამარყანდი, მადრიდი, ჰელსინკი).
  • ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ექვს საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება: მსოფლიო ქალაქების ტურიზმის ფედერაცია/WTCF, ევროპის ქალაქების მარკეტინგის ასოციაცია/ECM, ევროპის საუკეთესო მიმართულებების ასოციაცია/EBD, გასტრონომიული ასოციაცია - Delice Network, სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანება/Nordic Tourism Collective; ETOA-European Tours Operators Association/ევროპული ტურ ოპერატორების ასოციაცია.
  • შეიქმნა თბილისის ვირტუალური აპლიკაცია Virtual Tbilisi, რომელიც განთავსებულია Android და Oculus პლატფორმებზე. აპლიკაცია აერთიანებს თბილისის 22 ტურისტულ ლოკაციას ვიდეო და აუდიო გიდით.
  • საერთაშორისო ჟურნალისტების და ინფლუენსერების 100-მდე მედია ტური:

          o  80-მდე საერთაშორისო ბლოგერი

          o  ფოდქასტერი

          o  Youtub-ერი&ვლოგერი

          o  ინფლუენსერი

          o  10-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი

          მედია ტურის შედეგად, მათ საკუთარ სოციალური ქსელების საშუალებით განათავსეს თბილისის:

          o  1000-მდე ფოტო (მილიონზე მეტი ნახვა)

          o  53 სტატია

          o  12 ვიდეო (1 000,000-ზე მეტი ნახვა)

          o  3 ფოდქასთი (100,000-ზე მეტი მსმენელი)

  • თბილისის შესახებ ციფრული და ბეჭდური სტატიები განთავსდა საერთაშორისო გამომცემლობებში: Wanderlust Publications; FAIR, Forbs, Insider, Conde Nast, Lonely Planet, Vagabond.
  • საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ინფო ტურის ფარგლებში თბილისს 35 საერთაშორისო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და აგენტი ეწვია მსოფლიოს 10 ქვეყნიდან. ინფო ტურის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები თბილისში რეგისტრირებულ 50-მდე კომპანიასთან.
  • European Best Destination-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“, სადაც თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა.
  • საერთაშორისო ტურისტული რეიტინგები:

          o  ვაქცინირებული მოგზაურებისათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა EBD რეიტინგის მიხედვით

       o  თბილისი ევროპის უსაფრთხო მიმართულებად დასახელდა COVID 19-ის თვალსაზრისით „2020 წლის უსაფრთხო მიმართულებები“-ს რეიტინგით, 2021 წლის იგივე რეიტინგში თბილისი მესამე                 ადგილს იკავებს

      o  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველწლიური კონკურსის "2021 წლის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობა"/"European Best Christmas Market 2021" რეიტინგში თბილისი საუკეთესო               ათეულში დასახელდა;

               o  2020 წელს, ევროპის საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხის კონკურსში თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა

  • ევროპის 2021 წლის საუკეთესო საშობაო მიმართულებების კონკურსში თბილისი გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: ბაზელი, ბუდაპეშტი, ტალინი, ბრიუსელი, დრეზდენი, ედინბურგი, მადეირა, ვენა, პრაღა, ვილნიუსი და ა.შ.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა თბილისის ტურისტული ვებ გვერდი: www.findouttbilisi.com
  • გამოიცა საერთაშორისო ტურისტული გზამკვლევები:

          o  TravelColors - Sleep, Eat, Drink, Shop, Explore Tbilisi - თბილისში პოპულარული ტურისტული ადგილები

          o  Guida Tbilisi e Dintorni - გზამკვლევი იტალიურ ენაზე

          o  Blue Mountains, Green Kitchen, Amber Wine (Recipes and Stories from Georgia) - წიგნი ქართული სამზარეულოს შესახებ

  • ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად შეიქმნა ვებ პლატფორმა: www.tourismmentor.ge; პლატფორმა დაინტერესებულ კომპანიებს უწევს საექსპერტო მომსახურებას (მენტორის პრინციპი). ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა.
  • კერძო სექტორის განვითარების და მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა 100-მდე სემინარი/ტრეინინგი. გადამზადდა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის 1500-მდე   წარმომადგენელი.
  • გასტრონომიული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა „თბილისის გასტრონომიული კვირეული“, რომელიც მოიცავდა სემინარებს, ღვინის და კერძების დეგუსტაციებს, რომელშიც მონაწილეობდა 18-მდე კვების ობიექტი და დაესწრო 200-მდე ადამიანი.
  • ჩატარდა სათავგადასავლო ქვესტის ტიპის თამაში “აღმოაჩინე ისტორიული თბილისი“. მონაწილეები ერთმანეთს მინიშნებების გაშიფვრით, ტურისტულ ადგილმდებარეობამდე სწრაფად მისვლაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდამ და 20-მა გიდმა/კოორდინატორმა.
  • ეკო-ტურისტული ბილიკების და საკემპინგე ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების კვლევა თბილისში და მის შემოგარენში. განხორციელდა 3 ბილიკის შესწავლა (კუს ტბა-უძოს მონასტერი, ლისის ტბა, ვერეს ხეობა).
  • დედაქალაქის გარშემო ეკო ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში ორი ახალი ეკო ტურისტული ბილიკი მოეწყო:

          o  კუს ტბა - უძოს მონასტრი

          o  ბეთანიის აგარაკები - ბეთანიის მონასტრი

    პროექტის ფარგლებში, ბილიკებზე განთავსდა ორენოვანი ნიშნულები, საკემპინგე ინფრასტრუქტურა, საბანაკე და მოსასვენებელი ტერიტორია.

  • ჩინეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით „მსოფლიო ქალაქების ტურიზმის ფედერაციის“ ექსპერტების ვიზიტის შედეგად შეფასდა თბილისის ტურისტული პოტენციალი და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც ექსპერტებმა წარმოადგინეს ჩინელი ტურისტების მოზიდვის სტარატეგიები.
  • საერთაშორისო შოუები: Wie is the Mol? და Holland’s Next Top Model გადაღება თბილისში.
  • ფრანგულმა Haptag მედიამ შექმნა თბილისის საპრომოციო ვიდეო „Tbilisi Best Instagram Sports”, რომელიც განთავსდა Europe Vocation და Lonely Planet პლატფორმებზე.
  • 2021 წელს, მედია ტურის ფარგლებში მოწვეულმა ბლოგერმა (Reme Martyr) მოამზადა დრონის კადრებით თბილისის საპრომოციო კლიპი, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა: https://www.youtube.com/watch?v=W14ozwEjcDk
  • 2021 წელს თბილისს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტურისტული მედია გამოცემა Wanderlust-ის მთავარი რედაქტორი ეწვია, რომელიც თბილისსა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.
  • 2021 წლს თბილისის შესახებ გამოქვეყნდა 4 ონლაინ და 3 ბეჭდური სტატია:

          o   WANDERLUST

          o   NATIONAL GEOGRAPHIC

          o   FORBES

          o   BALTIC TIMES

  • საპრომოციო ბეჭდური მასალა: დაიბეჭდა 12 სხვდასხვა თემატიკის ტურისტული რუკა და ბროშურა „20 reasons to love Tbilisi” რომლებიც უფასოდ მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  • თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისათვის შეიქმნა სოციალური გვერდები:

          o  Facebook: find out Tbilisi

          o  Instagram: Travel.tbilisi

  • ჩატარდა ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში წარსადგენი ფოტოების შესარჩევი კონკურსი, სადაც შეირჩა 8 ფოტოგრაფის 30 ფოტო.

 

ბიზნესის განვითარების და ინოვაციების ხელშეწყობა

  • მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით 2018 წლიდან ტარდება გამოფენა-გაყიდვების სერია „თბილისური ბაზარი“.
  • 2019 წლიდან ტარდება ფესტივალის სესიები ”გაუსინჯე თბილისს გემო
  • 2019 წლის 31 მაისს გაიმართა მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი, რომლის თემატიკას წარმოადგენდა ქალაქების განვითარების სტრატეგიები, კერძო და საჯარო თანამშრომლობის საკითხები, ცირკულარული ეკონომიკა და სხვა.
  • 2019 წლის 21-22 დეკემბერს, ინოვაციური დამწყები ბიზნესების წახალისების მიზნით, ჰაკათონი- „თბილისი შენი ქალაქია“ გაიმართა.
  • 2021 წელს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის COVID 19-ით გამოწვეული კრიზის დასაძლევად განხორციელდა 4 000 000 ლარამდე სუბსიდირების პროგრამა:  

          o  დაფინანსდა 380 სარესტორნო ბიზნესი/კვების ობიექტი, გაიცა 1 900 000 ლარის სუბსიდია

          o  დაფინანსდა 62 ბავშვთა გასართობი ობიექტი, გაიცა 315 00 ლარის სუბსიდია

          o  დაფინანსდა 557 თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენა, გაიცა 1 646 679 ლარის სუბსიდია:

              o 63 იურიდიული პირზე გაიცა 996 079 ლარის სუბსიდია

              o 494 ფიზიკური პირზე გაიცა (კოლექტივი, თანამშრომლები, არტისტები) 650 600 ლარის სუბსიდია

  • თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.
  • თბილისის მერიისა და ევროკავშირის თანამშრომლობით 2019 წელს ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ გაიხსნა. პროექტის მიზანია დამწყები ბიზნესებისათვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება; დასაქმების ხელშეწყობა ექსპერტ/მენტორების დახმარებით.

2021 წელს სპარკის მიერ ორგანიზებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებით:

       o  ჯამში 4 310 -ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

       o  ბენეფიციარების მიერ მოზიდული ინვესტიცია 1 560 000 ლარს აჭარბებს

       o  BDO-ს მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმები - 48

 

ინვესტიციების მოზიდვა და ხელშეწყობა

  • 2021 წელს თბილისის მერიის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით მოზიდული იქნა 39 517 048 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები.

        2021 წელს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გაწეული იქნა 16 350 050 ლარის ხარჯი/დაიხარჯა 16 350 050 ლარი.

          2021 წელს დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულ 18 ოჯახს მიეცა 1 683 294 ლარის ფულადი კომპენსაცია.

  • მუხიანის დასახლების მიმდებარედ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების და პოტენციური გამოყენების კვლევა. ინვესტორის მოძიება და პროექტის პრივატიზება 23 მლნ ლარად შემდგომი საინვესტიციო ვალდებულებების გათვალისწინებით განხორციელდა.
  • საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Deloitte-თან თანამშრომლობით თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა და ანგარიშის მომზადება, სადაც საინვესტიციოდ მიმზიდველი 5 ეკონომიკური სექტორი გამოიყო.
  • თბილისის პირველ ადგილზე ნომინირება საერთაშორისო რეიტინგების მიერ:

          o   Emerging Europe – Economic Potential

          o   fdi Intelligence - MAJOR EUROPEAN CITIES OF THE FUTURE 2020/21 – COST EFFECTIVENESS

  • თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზების და ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნის პროექტის დამუშავება, პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარება და დიზაინის შემუშავება საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Koko Architects-ის მიერ.
  • Amcham-თან თანამშრომლობით შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის წარდგენა.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დაინტერესებული საინვესტიციო ჯგუფების ვიზიტების ორგანიზება, პრეზენტაციის ჩატარება და ობიექტების ადგილზე შეფასება.
  • თბილისის BPO საინვესტიციო პოტენციალი წარდგენა CEE Business Services Summit & Awards ღონისძიების ფარგლებში.
  • „აქსის თაუერსის“ და თბილისის გაწევრიანება WTC ასოციაციაში.
  • თბილისის საინვესტიციო პოტენციალის და მიმდინარე პროექტების წარდგენა განხორციელდა საერთაშორისო ფორუმებზე: AIM, City Scape Global.
  • 2021 წელს თბილისმა ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელი ე.წ. ანგელოზ ინვესტორთა 17 ადამიანისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება საქართველოში, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს ე.წ. „pitch day“, წარმოადგენდა (მოკლე პრეზენტაციების წარდგენა), რომელზეც წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე ფინანსების მოზიდვის მიზნით. აღნიშნული ღონისძიების შესახებ სტატია გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მედია გამომცემლობამ "Baltic Times".

 

ანალიტიკა

  • შეიქმნა კატალოგი - „თბილისი ციფრებში“.
  • შეიქმნა ელ. დამტენების პორტალი www.chargers.tbilisi.gov.ge, სადაც დარეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრო დამტენისათვის სასურველი ლოკაცია.
  • თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.