ძირითადი ტექნიკური პარამეტრები
- ევროსტანდარტების ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო, კომფორტული;
- CNG საწვავზე მომუშავე Euro VI ძრავი;
- 12 მეტრიანი, 100% დაბალიატაკიანი;
- შშმ პირებზე ადაპტირებული;
- შიდა და გარე ხმაურის დაბალი დონე (75 დეციბალზე ქვევით).
ძირითადი საკვალიფიკაციო მონაცემები
- პრეტენდენტს ან მწარმოებელს, თუკი პრეტენდენტი თავად არ არის მწარმოებელი, უნდა გააჩნდესსაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი, 16 ტონაზე მეტი ნებისმიერი მოდელისავტობუსების წარმოების სულ მცირე 15 წლიანი გამოცდილება (ან15T GVW);
- პრეტენდენტის საშუალო წლიური ბრუნვა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა შეადგენდესარანაკლებ 100 მილიონ ევროს. ამასთან, აღნიშნული პერიოდიდან ბოლო წელს ბუნებრივ აირზე მომუშავეავტობუსების გაყიდვებიდან მიღებული ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ევროს.
- პრეტენდენტს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 600ერთეული, 16 ტონაზე მეტი მთლიანი წონის, ახალი საქალაქო ავტობუსების წარმატებული მიწოდება.
- პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში, განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 300ერთეული, ბუნებრივ აირზე მომუშავე ნებისმიერი მოდელის ავტობუსების წარმატებული მიწოდება,არანკლებ 2 სხვადასხვა ოპერატორისთვის.
- პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში, განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100ერთეული, ბუნებრივ აირზე მომუშავე მსგავსი მოდელის (ტენდერში შემოთავაზებულის იდენტური,ევროკავშირის სათანადო დირექტივის შესაბამისად (European Community Whole Vehicle Type Approval (ECWVTA) სერტიფიცირებული ძრავით, ტრანსმისიით და ძარით) ავტობუსების წარმატებული მიწოდება,არანკლებ 2 სხვადასხვა ოპერატორისთვის.
- ტენდერში შემოთავაზებული ავტობუსების წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხანა უკანასკნელი 36თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იყოს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების საწარმოებლად,ხოლო უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში იგივე ან მსგავსი ტიპის ავტობუსების საწარმოებლად.
- პრედენდენტს და მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ხარისხის მართვის სერთიფიკატის მენეჯმენტისსისტემა (ISO 9001, ან ექვივალენტური) და ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატი (ISO 14001, ან ექვივალენტური);
- ავტობუსების მწარმოებელს ან მომწოდებელს უნდა ყავდეს ან მოიძიოს მწარმოებლის მიერავტორიზებული, ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც განახორციელებს სერვისისსაგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას. პრეტენდენტი ან მისი აგენტი ვალდებულიაგააფორმოს 5 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შეეძლება ტენდერში არსებული ფასებისგამოყენება არასაგარანტიო პერიოდშიც.
შექმნილია უწებათაშორისი კომისია, რომელიც EBRD-ის პროცედურების თანახმად განახორციელებს შემოსული წინადადებების შეფასებას
შეფასების ფორმულა
ETC = TP + (LCC – LCC lowest)
სადაც:
- ETC - სატენდერო წინადადების ღირებულება;
- TP - საინვესტიციო ღირებულება;
- LCC - მთლიანი სასიცოცხლო ციკლის ღირებულება;
- LCC lowest - ყველაზე დაბალი შემოთავაზების მთლიანი სასიცოცხლო ციკლის ღირებულება;
ლინკი სადაც განთავსებულია EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია
http://www.ebrd.com/work-with-us/procurement/p-pn-160122b.html