სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამავე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით:
გამყრელიძის ქუჩაზე მოძრავი N62 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N21 და N126 გამყრელიძისა და ურეკის ქუჩების ნაცვლად, გუდამაყრისა და ჩარგლის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
19 სექტემბერი 2020
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
