სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სისტემაში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირებისა (შემდგომში - თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიული პირები) და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირებას. თავის ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების მეშვეობით. იგი უშუალოდ ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

სამსახურის ამოცანებია:

• მერიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მერიის სტრატეგიისა და მოქმედი პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების, აგრეთვე ამოცანების ეფექტურ შესრულებს ანალიზი და შეფასება;

• მერის უზრუნველყოფა მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

• სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და გადაცდომების პრევენცია. 

სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს და განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებებსა და წერილებს, ახდენს შესაბამის რეაგირებას.

სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

ამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ანალიტიკური სამმართველო;

ბ) შიდა აუდიტის სამმართველო;

გ) მონიტორინგის სამმართველო.