თბილისში მდებარე, პანდემიის შედეგად დაზარალებული ბავშვთა დაბადების დღის ცენტრების  ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვრა 5 000 ლარით, ხოლო თუ ერთი მეწარმე სუბიექტი ოპერირებას უწევს ორზე მეტ ობიექტს, დაფინანსდება 10 000  ლარით.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ობიექტი რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე;

ბ) ობიექტი არ არის ლიკვიდირებული;

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება თბილისის მერის სახელზე (ობიექტის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის, ორგანიზაციის სამუშაო და იურიდიული დასახელების მითითებით). განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  (2021 წლის თებერვლის შემდეგ), რომლის მიხედვით ობიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს 2020 წლის 28 ნოემბრამდე და გააჩნდეს აქტიურის სტატუსი (არ იყოს ლიკვიდირებული);

ბ) ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები (ოფიციალური, ბანკის ბლანკზე ამობეჭდილი).

ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია:

ა) დოკუმენტაციის  განხილვისას წარმოშობილი საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ადგილზე გასვლით შეამოწმოს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავად მოიძიოს ან გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია პროგრამაში მონაწილე ობიექტებისგან და სხვა სტრუქტურებისგან;

განაცხადების მიღება დაიწყება 3 ივნისიდან და გაგრძელდება 11 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდით: ხატია არაბიძე (599087198; kh.arabidze@tbilisi.gov.ge); თეონა ხუციშვილი (595227171; t.khutsishvili@tbilisi.gov.ge);