კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების მართვის მიზნით შექმნილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს:

  • სამსახურს მიკუთვნებული სფეროების მუნიციპალური პროგრამების მართვას
  • პროგრამების განხორციელების კონტროლს
  • სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული თბილისის იურიდიული პირების  ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვასა და კოორდინაციას
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში მონიტორინგის განხორციელებას
  • სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას
  • სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას