თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ამ ეტაპზე, სააგენტოს დაქვემდებარებაშია 185 საჯარო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000-მდე აღსაზრდელი და დასაქმებულია 10 500-ზე მეტი ადამიანი.

ბაგა-ბაღების სააგენტოს პასუხისმგებლობაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, უზრუნველყოს საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და პედაგოგებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, დახვეწოს სააღმზრდელო მეთოდოლოგია, აკონტროლოს კვების სტანდარტების დაცვა, ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების დანერგვას, დაგეგმოს და განახორციელოს აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებები.