სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია:

 

  • განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასება, სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკასთან მიმართებაში;
  • განსაზღვროს შეფასების შედეგად პრიორიტეტები, დაგეგმოს ეტაპობრივი განხორციელების სპეციფიური, რეალისტური, დროში განსაზღვრული მიზნები;
  • ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტის პრიორიტეტულ დაგეგმარებას;
  • ითანამშრომლოს აქტიურად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების პერსონალთან;
  • დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყებები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებთან;
  • უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;
  • კოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება ქართული თუ უცხოური ფონდებიდან;
  • შეიმუშაოს შიდა და გარე მონიტორინგის სისტემა ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს დაფინანსება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა, მათ შორის, გადაანაწილოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე;
  • დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს პროდუქციისა ან/და სხვა მომსახურების რეალიზაციის წესი;
  • საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში;
  • წესდებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულების განვითარების პროექტები, მათ შორის: ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; სურსათის პროდუქტების შესყიდვის მიზნით სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ფართების კაპიტალური და მიმდინარე რემონტი; აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისთვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები,სათამაშო მოედნები და სხვა) და სხვა ღონისძიებები;
  • წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, განახორციელოს, საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა, კანონით დადგენილი წესით;

 დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება სააგენტოს წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.