ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გზით.

 

სამსახურის ამოცანები:

  • თბილისის ეკონომიკური პოტენციალის იდენტიფიცირება და საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერა;
  • თბილისის ეკონომიკური პოტენციალის პოზიციონირება და წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

სამსახურის ფუნქციები:

  • კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების შემუშავება, მათი განხორციელება ან/და ხელშეწყობა;
  • ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური აქტივობებისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დანერგვა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე  რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობა და განვითარება;
  • ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
  • საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადება;
  • საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
  • დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;
  • საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური თანამშრომლობა;
  • მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური  ხასიათის  შეთანხმებებისა  და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
  • გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის სფეროებში პოლიტიკის შემუშავება;
  • დედაქალაქის შესახებ, სამსახურის ფუნქციების შესაბამისი სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის ფორმირება;
  • სამსახურის საქმიანობის შედეგად შექმნილი და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა/სისტემატიზება, სამსახურის ფუნქციებში შემავალ საკითხებზე შესყიდვების და კონკურსების ტექნიკური დავალებების შემუშავება, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
  • სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება და უფლებმოსილი პირისათვის მიწოდება;
  • ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე პირთა გაერთიანების განცხადებების განხილვა და რეაგირება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.