დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ის მუშაობას თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას.
-
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
-
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება