ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 - 12:00 და 17:00 - 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.
02 ივნისი 2021
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
