ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება. 

დიდი დიღმიდან ავტობუსები მოქალაქეებს დიღმის მასივის მიმართულებით მოემსახურება შემდეგი მარშრუტით: დიდი დიღომი IV - III მ/რ, - იოანე პეტრიწის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ლუბლიანას ქ. - პაიჭაძის ქ.(პოლიკლინიკის მიმდებარედ). ტრანსპორტი უკუმიმართულებით იმავე მარშრუტს გაივლის.

გლდანიდან დიღმის მასივის მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან შემდეგი მარშრუტით: გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზა - ვეკუას ქ. - ხიზანიშვილის ქ. - ქერჩის ქ. - თენგიზ შეშელიძის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ბოხუას ქ. - ლუბლიანას ქ. - პაიჭაძის ქ. (პოლიკლინიკის მიმდებარედ). უკუმიმართულებით ავტობუსები იგივე სქემით გადაადგილდებიან და ორივე მარშრუტით 08:30-დან 20:30 საათამდე, ერთსაათიანი შუალედით იმოძრავებენ.

16 აგვისტო 2021