დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.
„ბინების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან დავიწყეთ და წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ფართებით უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტის ქონებაა დღეის მდგომარეობით დაკანონებული. ესენია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები, სადაც მოქალაქეები ათეული წლებია ცხოვრობენ. ბედნიერი ვარ, რომ მათ მიეცათ ამ ფართების საკუთრებაში მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა