სამგორის რაიონში მცხოვრებ 57 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

ამჯერად, დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ და სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 57 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

27 ოქტომბერი 2021