კოჯრის გზაზე დაზიანების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
15 ივნისი 2022
-
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
-
მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება