კახა კალაძემ ახლად გახსნილი სასტუმრო „კარუსელი“ დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქანელას ქუჩაზე ახლად გახსნილი სასტუმრო „კარუსელი“ დაათვალიერა.
თბილისის მერის თქმით, მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს.
„დედაქალაქში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რაც, დაახლოებით, 16 ნომერზეა გათვლილი. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და იქმნება სამუშაო ადგილები. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში პანდემიის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. იქმნება ახალი სასტუმროები, კაფეები, ჰოსტელის ტიპის დასასვენებელი სივრცეები. ყოველთვის მივესალმებით მსგავსი პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად ამ სივრცეში, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
01 აგვისტო 2022
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
-
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
-
კახა კალაძე: განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“


