ანდრია ბასილაია ევრობასკეტის თასის მასპინძლობის ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოში 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით გასამართი კალათბურთის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი „ტროფი ტურის“ ფარგლებში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIBA-ს ტრადიციული პროექტის - ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და ნაკრების მოთამაშე გიორგი შერმადინი. ანდრია ბასილაიამ კალათბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობას კარგი შედეგით დაასრულებს.

„ევრობასკეტ-2022“-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე’’ გაიმართება.

ქართული ტურის ფარგლებში, ევრობასკეტის საჩემპიონო თასს დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს მოატარებენ. ასევე, თასი საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩსა და სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებებზე იქნება წარმოდგენილი.

13 აგვისტო 2022