ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების სქელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც.

წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.

09 იანვარი 2023