თბილისის მერიამ ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა
თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით დღეს ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი დაზიანებული აბრების აღდგენა, ძველი აბრების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
ტენდერის მოცულობა 120 000 ლარია. სამუშაოების დასრულების ვადა 15 დეკემბრამდე განისაზღვრა.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=160021&lang=ge
21 აგვისტო 2015
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება