თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა თინათინის ქუჩაზე, თინათინისა და ერედვის ქუჩის კვეთიდან თინათინისა და ვახტანგ ჭელიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ფატმანის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, 08:30-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, შეზღუდვა მოიხსნება და სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე, მარცხნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი იგივე მარშრუტით იმოძრავებს.

22 ნოემბერი 2023