დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლების მიზნით კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.

შესაბამისი წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის - https://tenders.procurement.gov.ge მეშვეობით მიიღება და მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას ეხება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. საკონკურსო წინადადებები 25 მაისიდან 30 მაისამდე მიიღება.

07 მაისი 2025