მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დაგეგმილი მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.

კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
05 აგვისტო 2025