დაგეგმილი სამუშაოების გამო, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას შესახვევისა და ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას იწყებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 09:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში საგზაო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ჟვანიასა და მიხაი ზიჩის ქუჩების გამოყენებით.
10 სექტემბერი 2025
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)