თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლები გაფართოვდა და მიმდინარე მიღებაზე 1 500 მოქალაქის მომზადება/გადამზადება განხორციელდება 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში.
არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი, მათ შორის:
- ურბანული მებაღეობა
- კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი
- სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
- ფიზიკური მომზადების მწვრთნელი
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი
- ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი
- საიუველირო საქმის მასალათმცოდნე
- ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი
- მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ.
მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა ასევე, შეგიძლიათ ვებგვერდზე - www.dasakmdi.ge.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: ქ. თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს. სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)