აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩასთან არსებული სახიდე გადასასვლელის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.
უსაფრთხოების მიზნით, 30 სექტემბრიდან სამი ღამის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ე.წ. ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
29 სექტემბერი 2025
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება