ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
აღნიშნულ მონაკვეთში თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
14 აპრილი 2026
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
