ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
15 აპრილი 2026
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)