თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „თბილისობას“ ულოცავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად განახლებულ ორბელიანის მოედანს სტუმრობდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მოწყობილი სადღესასწაულო სივრცე დაათვალიერა და მეწარმეებს შეხვდა.
„მინდა, „თბილისობა“ მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. ხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, სასიამოვნო გარემოა. ბევრი ტურისტია. ძალიან მიხარია, რომ კარგი განწყობაა, სასიამოვნო სიტუაციაა ყველგან, უამრავი ადამიანია. ყველას გილოცავთ! წარმატებები მინდა ვუსურვო სრულიად საქართველოს, პირველ რიგში, მშვიდობა და სიხარული არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქში ორი დღეა მიმდინარეობს. საღამოს ასევე დაგეგმილია საპატიო თბილისელების დაჯილდოება.
-
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
-
დედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
-
თბილისის მერია გილოცავთ „თბილისობას“!





