არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი

2016 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს არქეოლოგიური პროექტების მიღებას.
დაინტერესებულმა პირებმა პროექტები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათისა.
პროექტები ერთ დახურულ კონვერტში, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტები უნდა შეიცავდეს შემდეგი ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას: 

  • განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა, სამუშაოების სახეობებისა და მოცულობის მითითებით. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს:
  • განსახორციელებელი სამუშაოს არგუმენტირებული დასაბუთება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;
  • არქეოლოგიური ობიექტის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • არქეოლოგიური ობიექტის ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამუშაოებისა და არქეოლოგიური ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, თუკი პროექტი მხოლოდ ობიექტის რომელიმე ფრაგმენტის შესწავლას ან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ამ ფრაგმენტზე განსახორციელებელი სამუშაოების მთლიანი ობიექტის შესწავლის, რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიან კონცეფციასთან (კონსერვაციის გეგმის არსებობის შემთხვევაში, კონსერვაციის გეგმასთან) შესაბამისობა;
  • ინფორმაცია შესასწავლ არქეოლოგიურ ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოთა სავარაუდო შედეგების შესახებ;
  • შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1500 და 1:500) GPS კოორდინატებით;
  • შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში - დაზვერვითი სამუშაოების შედეგები;
  • შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით; კერძოდ: სამუზეუმო და საარქივო მასალების (არსებობის შემთხვევაში - ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები, არქივებში დაცული საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, კოსმოსური და აეროფოტომასალები) მოძიება, შესასწავლ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
  • შესასწავლი ტერიტორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ნახაზი ორთოფოტოზე;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით, ხანგრძლივი (მრავალწლიანი) ექსპედიციის შემთხვევაში - სამუშაოების შუალედური და საერთო ხანგრძლივობის მითითებით;
  • პროექტის განხორციელების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით. პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი ღირებულებისა.
  • ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების სფეროში პროექტის წარმომდგენი სპეციალისტის (იურიდიული პირის) გამოცდილების შესახებ, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით.
  • ინფორმაცია არქეოლოგიური საველე და ლაბორატორიული კვლევებისას გამოყენებული მეთოდებისა და აღჭურვილობის შესახებ.
  • ინფორმაცია (CV-სახით) სამუშაოებში მონაწილე ყველა არქეოლოგის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.
  • შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ერთ ლოკაციაზე საკონკურსოდ მხოლოდ ერთი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი;
  • შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) კონკრეტულ ლოკაციას საბჭო განსაზღვრავს.

 

13 მარტი 2016