თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად განმეორებით კონკურსს აცხადებს

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2015 წლის 31 მარტის N13.02.347 განკარგულებით გამოცხადებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 16 აპრილის N16.01.440 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე მაღალი საპროცენტო სარგებლის  მიღების, ანგარიშების მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების განხორციელების მიზნით, ცხადდება მომსახურე ბანკის შესარჩევი განმეორებითი კონკურსი. ამავე განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისია და დამტკიცდა მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 29 აპრილს 15:00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2015 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი N9, ტელ: 032 237 82 57 ან/და 032 237 81 56. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების თაობაზე (PDF)

 

 

17 აპრილი 2015