ქ. თბილისში ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი „ქალაქი - ბიბლიოთეკა“

კონკურსანტის მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

ა) სათითაო დიზაინის ესკიზი შესრულებული და წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • 3D ვიზუალიზაციის საილუსტრაციო ფოტომონტაჟი (თბილისის 2-3 შესაბამის ლოკაციაზე განთავსების ვიზუალიზაციით დღის და ღამის ფონზე);
  • ნახაზი ზუსტი ზომების და მასალების მითითებით;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა, როგორც ცალკეული დიზაინის კონსტრუქციაზე ასევე კონსტრუქციების მთლიან რაოდენობაზე:
  • ქუჩის კონსტრუქცია - 250ც
  • ღია ცის ქვეშ დასადგმელი კონსტრუქცია -  12ც
  • ინტერიერსა და მეტროსადგურებში დასადგმელი კონსტრუქცია - 30ც

ბ) ერთიანი პრეზენტაცია, რომელიც შედგება ვიზუალისა და განმარტებითი ბარათისაგან. კონკურსანტმა, კონცეფციის განმარტებით ბარათში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, სადაც განხილულ იქნება არქიტექტურული გადაწყვეტის ძირითადი იდეა, პრინციპი, გამოყენებული მასალა, და ა.შ.

გ) წარმოსადგენი საკონკურსო წინადადება, სავალდებულო მასალები და ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დადასტურებულ  ხელმოწერით, და წარმოდგენილი  ერთ დახურულ კონვერტში (ელექტრონული ვერსია _ კომპაქტური დისკების - CD სახით, მყარი ასლების სახით).

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი და წესი:

 

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადება (ერთ დალუქულ კონვერტში)  უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 17 მაისის 09:00 საათიდან 2016 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7;)

საკონკურსო წინადადების ფასი:

 

ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინის სავარაუდო ღირებულებაა  3000 (სამი ათასი) ლარი. საკონკურსო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ამასთან, კონკურსანტმა ამავე ფასში ასევე უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ხარვეზის/ნაკლის ან მოთხოვნილი ცვლილების ღირებულება, რაც შეიძლება  წარმოიშვას პროექტირების ან მშენებლობის პროცესში. საკონკურსო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

 

საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა მოხდება 10-ქულიანი სისტემით, შემდეგი წილობრივი ქულის გათვალისწინებით:

  • წარმოდგენილი კონცეფცია და ესკიზები - 6 ქულა;
  • წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად დამზადებული კონსტრუქციის სავარაუდო ღირებულება - 4 ქულა.
  •  

კონკურსანტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას საკონკურსო კომისიის წევრები ყველაზე მაღალ ჯამურ ქულას მიანიჭებენ. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ქულათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული ქულა.

დაგვიანებით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და დაუბრუნდება წარმომდგენ პირებს.

კონკურსანტთა საკონკურსო წინადადებების შერჩევა/შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება  კონკურსის ჩატარების თარიღიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

ანგარიშსწორება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის სახსრებით, ლარში.

კონკურსთან დაკავშირებული განმარტებების მიღება კონკურსანტს შეუძლია  წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7, მე–16 სართული.

საკონტაქტო პირი: ნინო აბაშიძე, ტელ: +995322 378 612, 599 72 10 10

 

 

2. შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური დავალება:

 

შესყიდვის ობიექტია ქ. თბილისში ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების (ქალაქი-ბიბლიოთეკა) დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

 

რას არის ელექტრონული ბიბლიოთეკის კონსტრუქცია?

ეს უნდა იყოს ორიგინალური დიზაინის კონსტრუქციები, რომელზეც განთავსებული იქნება წიგნის მულაჟი/მულაჟები, ზედ დაბეჭდილი ყდით და ამ ყდაზე განთავსებული QR კოდით. ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი სმარტფონით, აღნიშნული QR კოდის საშუალებით, ჩამოტვირთოს მოცემული წიგნის ელექტრონული ვერსია უფასოდ.

ეელქტრონული ბიბლიოთეკის კონსტრუქციები განთავსდება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ადგილას - ქუჩებში, შენობებთან, შენობების შიგნით, ბაღებში, ტრანსპორტში... შესაბამისად, ეს კონსტრუქციები განსხვავებული იქნება ზომით, სპეციფიკით, მასზე დატანილი წიგნების რაოდენობით.

კერძოდ, უნდა შემუშავდეს ელექტრონული ბიბლიოთეკების 5 სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციის დიზაინები, რომლებსაც ექნება საერთო დიზაინერული კონცეფცია:

  1. ქუჩის კონსტრუქცია;
  2. შენობის ინტერიერში და  ღია ცის ქვეშ დასადგმელი კონსტრუქცია;
  3. მეტროსადგურების კონსტრუქცია;

აღნიშნული კონსტრუქცია უნდა შეიცავდეს წიგნის/წიგნების ფორმის კომპონენტს/მულაჟს, რომელზეც ყდის ადგილზე დაეკვრება პრინტ ვიზუალი (წიგნის ყდა), დაბეჭდილი შესაბამის პრინტ მასალაზე.

 

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები:

 

  1. ქუჩის კონსტრუქცია
  • მონტაჟის სპეციფიკა - მაგრდება ქუჩის არსებულ სვეტებზე/ბოძებზე ან შენობაზე
  • კონსტრუქციის სიმაღლე - მაქს. 0,8 მეტრი
  • კონსტრუქციის სიგანე - მაქს. 0.8 მეტრი
  • წიგნის მულაჟის რაოდენობა - 1 ცალი წიგნი
  • წიგნის ყდის ზომა - 40 სმ / 30 სმ
  • კონსტრუქციის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტები: 1) ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი ტაბლო, მანიშნებელი ისრით. 2) წარწერა saba.com.ge
  • ესკიზის შესაბამისად დამზადებული ერთეული კონსტრუქციის და პრინტ ვიზუალის (წიგნის ყდის) სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.
  • კონსტრუქციის მასალა - მეტალი ან სხვა გამძლე მასალა
  • წიგნის ყდების დასაბეჭდი მასალა - სტიკერი, პვხ ან სხვა გარე მოხმარების პრინტ მასალა
  • კონსტრუქცია უნდა იყოს გარემოს ზემოქმედებაზე გათვლილი;

 

  1. ღია ცის ქვეშ დასადგმელი კონსტრუქცია
  • მონტაჟის სპეციფიკა - იდგმება (მაგრდება) მიწაზე ან ქვაფენილზე სარეკრეაციო და საზოგადო სივრცეებში;
  • კონსტრუქციის სიმაღლე - მაქს. 3 მეტრი
  • კონსტრუქციის სიგანე - მაქს. 3 მეტრი
  • წიგნის მულაჟების რაოდენობა - მინ. 20 ცალი წიგნი
  • წიგნის ყდის ზომა - 32 სმ / 26 სმ
  • კონსტრუქციის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტი - ადგილი, რომელზეც განთავსდება სპონსორების ლოგოები (3 ლოგო)
  • ესკიზის შესაბამისად დამზადებული ერთეული კონსტრუქციის და პრინტ ვიზუალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს.
  • კონსტრუქციის მასალა - მეტალი ან სხვა გამძლე მასალა და გარე მოხმარების პრინტ მასალა
  • კონსტრუქცია უნდა იყოს გარემოს ზემოქმედებაზე გათვლილი

 

 

 

  1. შენობის ინტერიერში და მეტროსადგურებში დასადგმელი კონსტრუქცია
  • მონტაჟის სპეციფიკა - იდგმება შენობის ან მეტროსადგურის შიგნით
  • კონსტრუქციის სიმაღლე - მაქს. 2,5 მეტრი
  • კონსტრუქციის სიგანე - მაქს. 2,5 მეტრი
  • წიგნის მულაჟების რაოდენობა - მინ. 20 ცალი წიგნი
  • წიგნის ყდის ზომა - 32 სმ  / 26 სმ
  • კონსტრუქციის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტი - ადგილი, რომელზეც განთავსდება სპონსორების ლოგოები (3 ლოგო)
  • ესკიზის შესაბამისად დამზადებული ერთეული კონსტრუქციის და პრინტ ვიზუალის  სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს  900 ლარს.
  • კონსტრუქციის მასალა - მეტალი ან სხვა გამძლე მასალა  და პრინტ მასალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16 მაისი 2016