ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მიმდებარედ ქართული კინოს ვარსკვავის ნატო ვაჩნაძის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების ) ესკიზისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესარჩევი კონკურსი

კონკურსის მიზანი - ნატო ვაჩნაძის  ძეგლის ესკიზისა და სავარაუდო  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის  საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა;

საკონკურსო წინადადების ფასი - 2 500 ლარი;

ქანდაკების დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს.

საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ძეგლის  ესკიზის 45 სმ-დან 55 სმ-მდე ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან  და ისე უნდა იყოს შეფუთული რომ დაცული იყოს დაზიანებისაგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია Excel-ის ფორმატში) ასევე ძეგლის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის განშლის ამსახველი ფოტომასალა, მასშტაბის მითითებით (ფოტომონტაჟი). ძეგლის განთავსების ადგილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მიმდებარე ტერიტორია. მოქანდაკისა და არქიტექტორის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე კონკრეტული ადგილის შერჩევა არ იზღუდება.

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2016 წლის 5 აგვისტო.

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შარტავას ქ. N7)

 

ტექნიკური დავალება:

 

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) პარამეტრები

ქანდაკება :  ჩამოსხმული ბრინჯაოში,  ზომებში არაუმეტეს 1,3 ნატურისა;

პიედესტალი: ქვის, (ფორმა და ზომა შეზღუდული არ არის);

ძეგლისა და პიედესტალის მასალა: განთავსების ადგილზე არსებული ტერიტორიის აგრო-დიზაინის გათვალისწინებით;

საძირკველი - შესაბამისი გამოთვლებით, ძეგლის ზომების გათვალისწინებით;

ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

აღნიშნული ძეგლი უნდა იყოს სივრცეში თავსებადი.

ძეგლის დამზადებისა და განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეს;

  

 საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი კრიტერიუმი - ძეგლის ვიზუალური მხარე

დამატებითი კრიტერიუმი - ძეგლის დამზადებისა და განთავსების ღირებულება

შენიშვნა:

  • შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.

 

  • შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:

 

ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7

ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3

 

 

 

 

21 ივნისი 2016