1923 წელს დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების „სამხედრო ცენტრის“ წევრების მემორიალის ესკიზისა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი

მემორიალის განთავსების ადგილი: ქ.თბილისი,  ვაკის პარკი 

კონკურსის მიზანი - 1923 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების „სამხედრო ცენტრის“ წევრების მემორიალის ესკიზისა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შერჩევა;

საკონკურსო წინადადების ფასი - 2000 ლარი;

მემორიალის დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;

საუკეთესო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: მემორიალის ესკიზის 45სმ-დან 55 სმ-მდე ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან და ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ დაცული იყოს დაზიანებისგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია EXCEL-ის ფორმატში) ასევე მემორიალის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მემორიალის განშლის ამსახველი ფოტომასალა (ფოტომონტაჟი).

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2016 წლის 5 აგვისტო.

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ჟ. შარტავას ქ. #7).

 

ტექნიკური დავალება

 

მემორიალის პარამეტრები

მემორიალის ფორმა, შესრულების მასალა და ზომები: მოქანდაკის გემოვნებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად, მემორიალის დიზაინის ფარგლებში სასურველია გათვალისწინებულ  იყოს ადგილზე არსებული სიმბოლიკა (საქართველოს ძველი დროშა და ჯვარი) ასევე ისტორიული მოვლენის ამსახველ წარწერას (მემორიალზე აღნიშნული უნდა იყოს  მოქანდაკის გვარი , სახელი  და მემორიალის განთავსების წელი).

ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

აღნიშნული მემორიალი და მისი შემედგენელი ნაწილები უნდა იყოს სივრცეში თავსებადი;

მემორიალის დამზადების და განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს.

საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი კრიტერიუმი - მემორიალის ვიზუალური მხარე

დამატებითი კრიტერიუმი - მემორიალის დამზადებისა და განთავსების ღირებულება

შენიშვნა:

  • შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.

 

  • შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:

 

ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7

ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3

 

04 ივლისი 2016