“თბილისის დენდროლოგიური პარკის“ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა
თბილისის მერიამ 180,0 ჰა ფართობზე "თბილისის დენდროლოგიური პარკის“ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო საბჭო გამოავლენს.
საკონკურსო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის მიღება მოხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (შარტავას ქ.#7). აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის - ნინო ხატისკაცის სახელზე, კონკურსის ოფიციალურად გამოცხადებიდან (10.12.2014) 25 სამუშაო დღის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
10 დეკემბერი 2014
-
კონკურსზე - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო
-
კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა
-
ქალაქ თბილისში, მერაბ კოსტავასა და ტყვარჩელის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში (ს/კ: 01.10.13.040.122) აკაკი ჩხენკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები