ქ. თბილისში, ,,ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად განსაზღვრული საკონკურსო პირობები

                                                                                                                                                               დანართი

 

ალაქ  თბილისში, ,,ცისფერყანწელთა ორდენისწევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის  ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად განსაზღვრული საკონკურსო პირობები

 

  1. კონკურსის დამკვეთი:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

  1. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის შექმნა, რომელიც განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე.

 

  1. საკონკურსო პირობები
  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლია ფიზიკურ  პირს/პირებს,  ან მათ გაერთიანებას, შემოქმედებით კავშირებს, ავტორთა ჯგუფს;
  2. კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი;
  3. საკონკურსო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს შერჩეული ტერიტორიის  არქიტექტურულ-ლანდშაფტური დაგეგმარების თავისებურებებს, სივრცის მასშტაბს;
  4. საკონკურსო პროექტის შესრულების სტილი თავისუფალია;
  5. კონკურსანტის მიერ შერჩეული ტერიტორია მემორიალური ობიექტის განსათავსებლად, უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებას და ასევე შესაძლებელი უნდა იყოს მემორიალური ობიექტის განთავსება მასში გამავალი კომუნიკაციების გათვალისწინებით;
  6. კონკურსანტის მიერ შეიძლება შერჩეული იყოს ერთი ან რამოდენიმე სავარაუდო ლოკაცია (საბოლოო გადაწყვეტილებას მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილთან დაკავშირებით მიიღებს საკონკურსო კომისია და მუნიციპალიტეტი);
  7. კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

 

  1. საკონკურსო პროექტის წარმოდგენის პირობები

კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პროექტები შემდეგი პირობებით:

 

  1. მემორიალური ობიექტი მაკეტის სახით (მაკეტის სიმაღლე- დაახლოებით 0,60 მ),  რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან და ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ დაცული იყოს დაზიანებისგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია), ასევე მემორიალური ობიექტის  განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მემორიალის  განშლის ამსახველი ფოტომასალა, ფოტომონტაჟი შესაბამისი ზომების მითითებით, სადაც მაქსიმალური სიზუსტით იქნება წარმოჩენილი არქიტექტურული გადაწყვეტა (ელ.ვერსია); ესკიზის განმარტებითი ბარათი ელ.ფორმატი;
  2. განმარტებითი ბარათი: არაუმეტეს ოთხი გვერდისა, 12-იანი  შრიფტით, 1.5 ინტერვალით. განმარტებით ბარათში უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, ასევე მკაფიოდ და ზუსტად უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება სკულპტურული კომპოზიცია ასეთის არსებობის შემთხვევაში ;
  3. კონკურსანტი თავისუფალია მემორიალური ობიექტის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი;
  4. კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორს დაევალება პროექტის განხორციელება;
  5. პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარულ დღეს;
  1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორი/ები ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს ნებას რთავს, კონცეფციის ძირითადი პრინციპების  გათვალისწინებით, მისივე მონაწილეობით, გასცეს რეკომენდაცია რაიმე ტიპის ცვლილებების  შეტანაზე  გამარჯვებულ კონცეფციაში;
  2. კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორი/ები ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს;
  3. საკონკურსო წინადადება, რომელიც არ შეიცავს ამ თავით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს  და არ არის წარმოდგენილი დათქმულ ვადაში, არ განიხილება.

 

  1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი კრიტერიუმი -  ვიზუალური მხარე

დამატებითი კრიტერიუმი -  დამზადებისა და განთავსების ღირებულება

 

შენიშვნა:

  1. შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით
  1. შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:

 

ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7

ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3

 

  1. კონკურსის განრიგი

1. საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია - კონკურსის გამოცხადებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე;

2. ესკიზების საჯაროდ გამოფენა - წინადადებების მიღების დასრულებიდან 10 ( ათი) კალენდარული დღე;

 

  1. კონკურსის შედეგები
  1. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს 1 (ერთ) გამარჯვებულს;
  2. მემორიალური ობიექტის პროექტის დამუშავებაზე შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს მასთან ხელშეკრულების გაფორმებას;
  3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეცნობებათ კონკურსტანტებს.
  4. გამარჯვებულ კონკურსანტთან/ებთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  5. კონკურსის მეშვეობით შესყიდვა ჩაშლილად ითვლება თუ, საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს;
  6. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით ქვეყნდება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, ან კონკურსის მონაწილე ორგანიზაციის, კავშირის ვებ-გვერდზე;
  7. კონკურსის მონაწილეებს წარმოდგენილი ნამუშევრები უკან უბრუნდებათ;
  8. კონკურსი არ ითვალისწინებს საკონკურსო პრემიას.

 

 

 

13 აპრილი 2017