ქალაქ თბილისში, პოეტ ლადო ასათიანის ძეგლის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები

მუხლი 1.  კონკურსის დამკვეთი

კონკურსის დამკვეთია  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

მუხლი 2. კონკურსის მიზანი

 კონკურსის მიზანია ლადო ასათიანის ძეგლის შექმნა, რომელიც განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კონკურსის შედეგად შერჩეულ ადგილზე.

 

მუხლი 3. საკონკურსო პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლია ფიზიკურ  პირს/პირებს,  ან მათ გაერთიანებას, შემოქმედებით კავშირს, ავტორთა ჯგუფს;

2. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარდგენა;

3. საკონკურსო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს შერჩეული ტერიტორიის  არქიტექტურულ-ლანდშაფტური დაგეგმარების თავისებურებებს, სივრცის მასშტაბს;

4. საკონკურსო პროექტის შესრულების სტილი - თავისუფალი;

5. კონკურსანტის მიერ შერჩეული ტერიტორია ძეგლის განსათავსებლად, უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებას და ასევე შესძლებელი უნდა იყოს ძეგლის განთავსება ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით;

6. კონკურსანტის მიერ შეიძლება შერჩეული იყოს ერთი ან რამოდენიმე სავარაუდო ლოკაცია (საბოლოო გადაწყვეტილებას ძეგლის განთავსების ადგილთან დაკავშირებით მიიღებს მუნიციპალიტეტი);

7. კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

 

მუხლი4. საკონკურსო პროექტის წადგენის პირობები

კონკურსანტმა უნდა წარადგინოს  პროექტი შემდეგი პირობებით:

1. ძეგლი მაკეტის სახით (მაკეტის მოცულობა - არ უნდა აღემატებოდეს 1 კუბ.მ ),  რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან და ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ დაცული იყოს დაზიანებისგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია), ასევე ობიექტის  განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის  განშლის ამსახველი ფოტომასალა, ფოტომონტაჟი შესაბამისი ზომების მითითებით, სადაც მაქსიმალური სიზუსტით იქნება წარმოჩენილი არქიტექტურული გადაწყვეტა (ელ.ვერსია); ესკიზის განმარტებითი ბარათი (ელ.ფორმატი).

 2. განმარტებითი ბარათი: არაუმეტეს ოთხი გვერდისა. განმარტებით ბარათში უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, ასევე მკაფიოდ და ზუსტად უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება ძეგლი.

 3.  კონკურსანტი თავისუფალია  ქანდაკების დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 80000 (ოთხმოცი ათასი) ლარს, ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი.

 4.  კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორს დაევალება პროექტის განხორციელება;

 5. პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარულ დღეს.

 6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორ(ებ)ი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტს ნებას რთავს, კონცეფციის ძირითადი პრინციპების  გათვალისწინებით, მისივე მონაწილეობით, გასცეს რეკომენდაცია რაიმე ტიპის ცვლილებების  შეტანაზე  გამარჯვებულად გამოვლენილ კონცეფციაში.

 7. კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორ(ებ)ი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს.

 8. საკონკურსო წინადადება, რომელიც არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე  დოკუმენტს  ან/და არ არის წარმოდგენილი დათქმულ ვადაში, არ  განიხილება.

 

მუხლი 5. საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი კრიტერიუმი -  ვიზუალური მხარე

დამატებითი კრიტერიუმი -  დამზადებისა და განთავსების ღირებულება

 

შენიშვნა:

  1.  შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით
  1.  შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:

          ა)  ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7;

          ბ)  დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3.

 

 მუხლი 6. კონკურსის განრიგი

1. საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია - კონკურსის გამოცხადებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე.

2. საკონკურსო წინადადებების საჯაროდ განთავსება - წინადადებების მიღების დასრულებიდან 10 ( ათი) კალენდარული დღე.

 

მუხლი 7. კონკურსის შედეგები

  1. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს 1 (ერთ) გამარჯვებულს;.
  2. კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან, შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებას.
  3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეცნობებათ კონკურსანტებს.
  4. გამარჯვებულ კონკურსანტთან/ებთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  5. კონკურსი ჩაშლილად ითვლება თუ, საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს.
  6. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით ქვეყნდება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  7.  კონკურსის მონაწილეებს წარმოდგენილი ნამუშევრები უკან უბრუნდებათ;
  8. კონკურსი არ ითვალისწინებს საკონკურსო პრემიას.

 

 

 

23 მაისი 2017