კონკურსი „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება''
თბილისის მერია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ქალაქის მთავრობას ისეთი პროექტები უნდა შესთავაზონ, რომლებიც აქციების, ტრენინგების, კვლევებისა და პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდებით მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას შეუწყობენ ხელს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურ საპროექტო განაცხადებს 1 აგვისტომდე მიიღებენ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.
საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770
გისურვებთ წარმატებებს!
30 ივნისი 2017
-
კონკურსზე - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო
-
კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა
-
ქალაქ თბილისში, მერაბ კოსტავასა და ტყვარჩელის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში (ს/კ: 01.10.13.040.122) აკაკი ჩხენკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ბიუსტი) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები