თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.
თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.
-
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება
-
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება

.jpg)
.jpg)
