საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაუბრუნა. სანზონის დასახლებაში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 1 101 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს კვლავ საერთო სარგებლობის ფუნქცია მიენიჭება, გამწვანდება და დასასვენებელ სივრცედ განვითარდება.
დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დაპირება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის წინ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ტერიტორიის მესაკუთრეს თბილისის მერიამ სანაცვლოდ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქს 2014-2017 წლებში, ჯამში, 50 000 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნა, მათ შორისაა, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება